გორის დილას მწვრთნელი საინტერესო ბიოგრაფიით


"დილა" ანდრეი დემჩენკომ რომ ჩაიბარა, ამბავი უკვე არახალია. გორული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 44 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა "დილასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დემჩენკოს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. სამწვრთნელო კარიერა ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ საქმიანობა უზბეკურ "ობოდში" გააგრძელა, მერე კი ხარკოვის "მეტალისტში" ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობდა, ხოლო 2019/20 წლების სეზონში ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ხარკოველებმა 26 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 13 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 8-ჯერ დამარცხდნენ.

სტატისტიკურად, დემჩენკო ყველაზე ხშირად 4-1-4-1 სქემას იყენებს. ცალკეულ მატჩებში 4-3-3 და 4-2-3-1-სთვისაც მიუმართავს.

რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას. სხვადასხვა დროს ასპარეზობდა მოსკოვის ცსკა-ში, "აიაქსში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "ილიჩევეცში", კიევის "ობოლონსა" და კიშინიოვის "დაჩიაში".

დემჩენკო კარიერის ზენიტში იყო მაშინ, როცა ამსტერდამის "აიაქსში" მიიწვიეს. ნიდერლანდურ გრანდთან მან 1995 წელს საკონტინენტთაშორისო ("ტოიოტას") თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

წყარო : Lelo.ge


)