პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებულ პაციენტებს წელს "გორმედისთვის" არ მიუმართავთ


სამედიცინო ქსელი "გორმედი" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში აღნიშნულია, რომ წელს გორმედისთვის არცერთ პაციენტს არ მიუმართავს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, წელს, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაშავებულ პაციენტებს კლინიკისთვის არ მოუმართავთ. ,,გორმედი" მადლობას გიხდით შუშხუნებისა და ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის." - წერს "გორმედი".

🌲💥🎉 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, წელს, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის არასწორი...

Posted by გორმედი - სამედიცინო ქსელი • Gormedi - Medical Network on Tuesday, January 5, 2021

)