გორში საახალწლო დეკორაცია დააზიანეს - მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება


გორში საახალწლო დეკორაცია დააზიანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა :

"ძვირფასო გორელებო!

გორის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს დილით ასე გამოიყურებოდა საახალწლო დეკორაცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით გარემოს და ნუ დააზიანებთ საერთო სარგებლობის ნივთებს."

ძვირფასო გორელებო! გორის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!...

Posted by გორის მუნიციპალიტეტის მერია on Monday, January 4, 2021

)