გორის მერის საახალწლო მილოცვა


"გილოცავთ ახალ წელს!

ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ!

უკეთესი მომავლის იმედით მიილია ეს რთული და უცნაური წელიწადი, რომელმაც სრულიად მსოფლიო შეცვალა. მივხვდით, რომ მთავარი ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ერთმანეთის მოფრთხილებაა.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და დისტანციურად მუშაობის სიძნელეების მიუხედავად, მე და ჩემმა გუნდმა შევძელით გაგვეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, მუნიციპალური სერვისები; შევძელით განგვეხორციელებინა თითქმის ყველა დაგეგმილი პროექტი, შევხიდებოდით უმუშევრად დარჩენილ, სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ მოსახლეობას...

რეალობა 2021 წელსაც რთული რჩება, გველის ახალი გამოწვევებიც, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის თანადგომით, ნდობითა და სიყვარულით შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა სირთულეს, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შევინარჩუნოთ სტაბილური განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში.

დაე, ყველა სიძნელე გაჰყოლოდეს ძველ წელს და ახალს მოეტანოს სიმშვიდე და კეთილდღეობა. გისურვებთ, სამყარო სწრაფად დაუბრუნდეს ძველებურ ცხოვრებას, ცხოვრებას კოვიდისა და ჩაკეტილობის გარეშე, სადაც შეგვეძლება ძველებურად თამამად ვიურთიერთოთ, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე და ვიცხოვროთ ღირსეულად არა ვირტუალურ, არამედ, ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაში!

კიდევ ერთხელ გილოცავთ!

ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ!

მრავალს დაესწარით!" - წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.


)