გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა


გორის სპორტის სასახლე სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის მზადაა. მშენებლობას საფუძველი ოთხი წლის წინ ჩაეყარა.

შენობაში ორი დარბაზია. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელზე, ხოლო მცირე 500-ზეა გათვლილი. სასახლეში სპორტის 14-მდე სახეობის ტურნირის ჩატარება იქნება შესაძლებელი. (ხელბურთი, ფრენბურთი, ფუტსალი, ჭიდაობა და ა. შ.) ამასთან, ახალი სპორტის სასახლე გარკვეულ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების მიღებასაც შეძლებს.

სპორტის სასახლის მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 25 000 000 ლარი დაიხარჯა.


)