"ძალიან დასუსტებულია და ლოგინად არის ჩავარდნილი" - დავით ქაცარავა


"ჩემო მეგობრებო!

დღეს ჩასულები ვიყავით ხურვალეთში, ჩვენს ცნობილ და საყვარელ დათა პაპასთან, რომელიც რუსული საოკუპაციო რეჟიმის მძევალია წლების განმავლობაში..

დათა პაპას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის ძალიან დასუსტებულია და ლოგინად არის ჩავარდნილი..

თქვენი დახმარებით ჩავუტანეთ პროდუქტი და მედიკამენტები, რომლებიც დიდი ალბათობით დაეხმარება მას გამოჯანმრთელებაში.

დიდი მადლობა დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის!

1.ანდრო ნიკოლაიშვილი.

2.ია ფერაძე

3.ეგორ კუროპტევი

4.სოსო ჭონქაძე

5.თამარ ციციშვილი

6.ამირან ფერხული

7.ნოდარ მამაცაშვილი

8. გიორგი შიოლაშვილი

9.რატი ჯავახიშვილი

10.ლევან კოჭლამაზაშვილი

11. გიგა რობაქიძე

12. ნესტან გელოვანი

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის პროექტს, იმ მოქალაქეების, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან ცხოვრობენ.

უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავალთ სოფელ ქვემო ჭალაში და დავეხმარებით კიდევ ორ ოჯახს, რომლებსაც ჩვენი დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროება!

უკვე რამდენიმე არაჩვეულებრივმა ადამიანმა ჩარიცხა თანხები შემდეგი ოჯახების დასახმარებლად და მათი მხარდაჭერით დავეხმარებით ქვემო ჭალის მაცხოვრებლებს.

ამ ოჯახებზე და მათ მხარდამჭერ ადამიანებზე მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვებით.

დიდი მადლობა ყველას!

ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს!

ძალა ერთობაშია!

ძალა ჩვენშია!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.


)