გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე კლინიკური სასტუმროს სამედიცინო პერსონალს შეხვდა



შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში მდებარე კლინიკური სასტუმროს სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და რეგიონში არსებულ კოვიდ სიტუაციაზე ისაუბრეს. ასევე, პაციენტების მიღების დინამიკაზეც მიიღეს ინფორმაცია.

,,პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხარეო ადმინისტრაცია კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული. ამავდროულად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სექტორთან, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყოველდღიურად აკეთებენ. " - აღნიშნა ნუგზარ სამხარაძემ.

Image may contain: 1 person, standing and phone

რწმუნებულის მოადგილემ და დეპუტატმა სასტუმროს პერსონალს და იმ პაციენტებს, რომლებიც ამჟამად კლინიკურ სასტუმროში მკურნალობას გადიან, წინასაახალწლო საჩუქრებიც გადასცეს.

ამჟამად შიდა ქართლში 2 კლინიკური სასტუმრო ფუნქციონირებს.


)