მაია ცქიტიშვილი: გაგრძელდება გორის და სხვა დასახლებების ურბანული განახლების პროექტები



რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, 2021 წელს გაგრძელდება აბასთუმნის, ბაკურიანის, მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების აღდგენა-განახლების პროექტები, ურბანულად განახლდება თელავისა და ველისციხის ცენტრები, გაგრძელდება კობისა და თრუსოს ხეობის განვითარების და დუშეთის, გორის და სხვა დასახლებების ურბანული განახლების პროექტები.

მან აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, აუცილებელია ტურისტული ცენტრების მართვის ახლებული მეთოდების დანერგვა, რისთვისაც შესაბამისი საკანონმებლო საფუძველი უკვე შექმნილია.


)