"მეუბნებოდა, რომ უმადური ურჩხული, მახინჯი ვარ" - ჯენიფერ ენისტორის საზარელი ბავშვობა


ჯენიფერ ენისტონი დედისგან უგულებელყოფას განიცდიდა. წარსულში მოდელი და მსახიობი ნენსი დოუ შვილის აღზრდას "მათრახის" დახმარებით ცდილობდა. გამუდმებით უთითებდა გოგონას საკუთარ ნაკლსა თუ შეცდომაზე ძალიან უხეში ფორმით. ჯენიფერი მამას ჰგავს. როგორც ჩანს, ამან დედა გაანაწყენა.
"არასდროს შევხვედრივარ მასზე უფრო მომთხოვნ ადამიანს ცხოვრებაში. ყოველთვის ყველაფერში კრიტიკა უკვე შიზოფრენიას ჰგავდა. ბავშვობაში ნენსი ხშირად მეუბნებოდა, რომ უმადური ურჩხული, მახინჯი, მსუქანი და მოუხერხებელი ვარ. "პატარა თვალები გაქვს, სახე უზარმაზარი, პირი კი მამაშენივით საშინელი" - სულ ეს სიტყვები მესმოდა მისგან. შეიძლება,ბავშვს საკუთარ სიმახინჯეზე მიუთითო?" - თქვა ენისტონმა უკვე ზრდასრულ ასაკში.

Jennifer Aniston Forgives Her Dad Who Abandoned Her As A Child, And Now  Talks To Him Every Day

მიუხედავად იმისა, რომ ნენსი საკუთარ ქალიშვილს "მახინჯად" აღიქვამდა, ჯენიფერმა მაინც მოახერხა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და ახლა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება, ყველაზე მიმზიდველ ვარსკვლავთა სიაშიც მუდმივად მოწინავეთა რიგებშია. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დედამისი გააბრაზა, რადგან თავად, მიუხედავად გასაოცარი სილამაზისა, კინოში ვერ დაიმსახურა სერიოზული აღიარება.
დედა-შვილს შორის გარდამტეხი მომენტი იყო მაშინ, როდესაც ნენსიმ 1999 წელს წიგნი გამოუშვა. მაშინ, როდესაც ენისტონს "მეგობრებში" იღებდნენ და საკუთარი კარიერის პიკზე იყო, დედამისმა გადაწყვიტა, ყველაზე უხერხული მომენტები გაეხსენებინა შვილის ცხოვრებიდან და მისი კომპლექსების შესახებ წიგნში დაწერა.

ეს იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა ჯენისფერისთვის, რომ გადაწყვიტა, საკუთარი დედა ქორწილშიც არ დაეპატიჟნა მაშინ, როცა ბრედ პიტს მიჰყვებოდა ცოლად. ამბობდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედა-შვილი მხოლოდ რამენჯერმე შეხვდა ერთმანეთს, ერთი, როდესაც ნენსის ინსულტმა დაარტყა და მეორე, მისი სიკვდილის წინ. ჯენი თავადაც ვერ ბედავდა შვილის გაჩენას. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი გამოცდილებისა და წარუმატებელი ქორწინების გამო იმედგაცრუებული იყო.


)