5 კაბა, რომელმაც დიანა სტილის პრინცესად აქცია


უელსის პრინცესა, „ხალხის პრინცესა“ – ეს ლედი დის რეგალიების არასრული ჩამონათვალია. ამბობენ, რომ ყველაფერს, რასაც შეეხებოდა, განსაკუთრებულ შუქს ჰფენდა და სხვების გაბედნიერება ყველაზე მეტად თავად ახარებდა. გარდაცვალებიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი აქვს მას გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და განსაკუთრებით კი დიდია დიანას გავლენა მოდაზე. ის დღემდეა შთაგონების წყარო დიზაინერებისთვის. დღეს ლედი დის სტილის პრინცესასაც უწოდებენ. ამიტომაც, ვნახოთ 5 განსაკუთრებული და დაუვიწყარი კაბა მისი გარდერობიდან:

1. Christina Stambolian-ის შავი კაბა
ამ კაბას „შურისძიების კაბასაც“ უწოდებენ, რადგანაც ლედი დის მაშინ ეცვა, როდესაც კამერების წინ პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა. ასიმეტრიულ კაბას ღრმა, ე.წ. დეკოლტე ჰქონდა და მსგავსი სტილის სამოსის ჩაცმა მაშინ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო.

დიანა სტილის პრინცესა

2. David Sassoon-სა და Lorcan Mullany-ის დიზაინით შექმნილი კოქტეილის კაბა
პრინცესა დიანას ეს კაბა 1991 წლის 22 ივლისს ეცვა და შეუმჩნეველი არავის დარჩენია. სამოსს სახელოები განსაკუთრებულ ელფერს სძენს და კიდევ ერთი კაბაა დიანას გარდერობიდან, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებათ.

დიანა სტილის პრინცესა

3. Victor Edelstein-ის ხავერდის კაბა
ლეგენდარული კაბა, რომელიც პრინცესას თეთრ სახლში, ოფიციალურ მიღებაზე ეცვა და რომლითაც მან ჯონ ტრავოლტასთან ერთად საკულტო ცეკვა შეასრულა. კაბა აუქციონზე 350 ათას დოლარად გაიყიდა.

დიანა სტილის პრინცესა

4. Catherine Walker-ის დიზაინით შექმნილი ხავერდის, მბრწყინავი კაბა
კაბის შექმნის ინსპირაციის წყარო ქალთევზა იყო. ლედი დიმ მისი მორგებისას მონოქრომულ სტილზე შეაჩერა არჩევანი – აღნიშნულ კაბასთან ამავე ფერის ფეხსაცმელი ჩაიცვა და ჩანთაც იგივე ფერში შეუსაბამა.

დიანა სტილის პრინცესა

5. Bruce Oldfield-ის ვერცხლისფერი კაბა
ეს კიდევ ერთი კაბაა პრინცესას გარდერობიდან, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება საზოგადოებაზე კაბის უკანა ნაწილმა მოახდინა.

დიანა სტილის პრინცესა


)