5 ფაქტი, რომელიც „ვამპირის დღიურების“ შესახებ არ იცოდით
1. შოუს დასაწყისში დობრევი და უესლი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. სერიალის მთავარი როლის შემსრულებელები – ნინა დობრევი და პოლ უესლი საუკეთესო მეგობრები არიან. თუმცა მათი ურთიერთობა არც ისე კარგად დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში აწ უკვე მეგობრებმა აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ ანტიპათია გააჩნდათ.
„პირველი ხუთი თვე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ეკრანზე შეყვარებულებს ვანსახიერებდით, რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთი გვძულდა. ხომ გაგიგიათ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია”. – იხსენებს დობრევი.
2. ტეილორ სვიფტს სერიალში უნდა ეთამაშა. პოპ მომღერალი სერიალის დიდი თაყვანისმცემელი იყო. პროდიუსერებმა სპეციალურად მისთვის პერსონაჟიც შექმნეს, მაგრამ სვიფტის გადატვირთული გრაფიკის გამო, ლექსი ბრანსონის როლი მსახიობ არიელ კებელს ერგო.
3. უესლიმ და სომერჰოლდერმა თავის რჩეულად ერთი და იგივე ეპიზოდი დაასახელეს. კოლეგებმა სასტარტო სეზონის მეექვსე სერია – Lost Girls საუკეთესოდ დაასახელეს. ეპიზოდში ელენა იგებს, რომ სტეფანი ვამპირია. გარდა ამისა, სერიაში ჩანს სტეფანისა და დეიმონის მოგონება ელენას ორეულ ქეთრინზე, რომელიც ვამპირებმა 1864 წელს გაიცნეს.
4. უესლიმ ფინალური სერიის სცენარის წაკითხვისას იტირა. „სცენარი თვითმფრინავში წავიკითხე და ცრემლები წამომივიდა. ფოტოები გადავიღე და სერიალის შემქმნელებს გავუგზავნე. მინდოდა ენახათ რამდენად იმოქმედა ჩემზე ფინალურმა სერიამ”. – იხსენებს უესლი.
5.ვამპირის დღიურები ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიალია ვამპირების შესახებ. ვამპირის დღიურები 2009 წელს ტელეარხ CW-ზე დაიწყო. რვა სეზონის შემდეგ, რომელიც 171 ეპიზოდს მოიცავდა, შოუ 2017 წელს დასრულდა.
წყარო : Regarder.ge