გიორგი ნემსაძე:,,ბიჭების მადლიერი ვარ, მატჩის წინ მათ ვუთხარი, რომ წინ 2 ფინალი ელოდათ”


თბილისის ,,საბურთალოსთან” 4:3 გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძემ მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ კლუბი ევროტურნირებზე დასაბურნებლად ბოლო წუთამდე იბრძოლებს.

"ბიჭებს მატჩამდე ვუთხარი რომ მომდევნო 2 მატჩი ფინალის მნიშვნელობის იყო. არ მინდოდა ისინი ფსიქოლოგიურად დამეტვირთა, მაგრამ ამ მატჩის მნიშვნელობას ისინი ისედაც ძალიან კარგად იაზრებდნენ. მინდა თითოეულ მათგან მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ ახლა ამაზე არ დავწვრილმანდები, მთავარი შედეგია და როგორც იტყვიან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ჩვენ ახლა პროცესში ვართ და ვიმედოვნებ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი და შეგვიძლია გორის ,,დილას” გულშემატკივარს დიდი სიხარული მივანიჭოთ, იმედია ეს ყველაფერი გამოგვივა.” აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ

წყარო : FCdila.ge


)