გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილი ლიდერობს



გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი ლიდერობს. მას 56.28%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბადრი ბასიშვილი 28.07%-ით, მესამე ადგილზე კი, არის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, კობა მაზანაშვილი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 3.55%-მა დაუჭირა.

საარჩევნო ოლქში, 129 უბნიდან, ამ დროისთვის 38 უბნის მონაცემებია დათვლილი.


)