გორში ქუჩის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართა






გუშინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობით, გორში ქუჩის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა.

კორონავირუსის გამო, იძულებითი შესვენების მიუხედავად, დაძაბული და კონკურენტული აღმოჩნდა შიდა ქართლის პირველობისთვის შეჯიბრება.

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ მოედანზე რეგიონის 16 სამოყვარულო გუნდი პირველობისთვის იბრძოდა.

ქუჩის კალათბურთში გამარჯვებულს ფინალური თამაშის ჩატარების შემდეგ გამოავლენენ.

ტურნირში გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებიტ და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

რეგიონალური კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იოსებ ხაჩიურმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სახის შეჯიბრებები ტრადიციულ სახეს მიიღებს და შიდა ქართლში სამომავლოდაც გაიმართება.


)