ლევან დავითაშვილი: ატენის ხეობასა და თეძამის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიები შეიქმნება



ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე.

როგორც ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, არამედ ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებისთვის.


)