ირაკლი ქარსელაძე: 2022 წელს გორს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება



ჩვენ წელს გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.

„გორში 48 143 ბენეფიციარი 24-საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის“ უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს, ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 24 საათის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


)