თავზარაშვილი : ყურბან - ბაირამის დღესასწაული მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს მივულოცო


"ყურბან - ბაირამის დღესასწაული მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს მივულოცო, განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მუსლიმებს!

თქვენ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება გაქვთ და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე იქნება მომავალშიც. დღევანდელი დღე მინდა, რომ იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების სიკეთის, სიმშვიდისა და კეთილდღეობის მომტანი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გეტყვით - ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით!" - წერსგორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.


)