ყიფიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ყიფიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მისი მოწყობა მალე დასრულდება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოების ღირებულება 53 679 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 44 პროექტი ხორციელდება. ყველა მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.


)