გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პროექტ ,,გააციფრულე საქართველოს“ შემაჯამებელი ღონისძიებას დაესწრო


გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პროექტ ,,გააციფრულე საქართველოს“ შემაჯამებელი ღონისძიებას დაესწრო.

პროექტის მიზანი Google-ის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, გორში მოეწყო ციფრული მისიები, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს და საფეხმავლო ტურებს. მისიებში 300-მდე ციფრული მისიონერი ჩაერთო. მათი დახმარებით მოხდა ადგილობრივი ბიზნესებისა და ღირშესანიშნაობების გაციფრულება.

მილიონობით ადამიანი ენდობა Google Maps-ს ყოველდღიურად. ეს არის პლატფორმა, სადაც იგეგმება ტურიზმი. საქართველოში კი უამრავი ადგილია ისეთი, რომელიც არ არის დატანილი მასზე, დატანილია შეცდომით, ან არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, რამაც უნდა უბიძგოს დაინტერესებულ პირს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ცრუ და უსარგებლო ინფორმაციას, რაც არამხოლოდ აბნევს მოგზაურს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც.

გამოწვევის საპასუხოდ, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში გადაამზადა 30-მდე ახალგაზრდა. მათგან შეირჩა 12 ციფრული მოხალისე, რომლებიც ჩაერთვნენ ,,გააციფრულე საქართველოს“ პროექტში.

ციფრული მისიების შემდგომ კი ციფრული მისიონერები მონაწილეობენ მხარდამჭერ პროგრამაში. მათ მუდმივად აქვთ წვდომა ციფრულ მოხალისეებთან. ისინი მათგან იღებენ საჭირო დახმარებას.

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „აი“, USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.


)