გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კორუფციის რისკების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა



გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კორუფციის რისკების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა.

მეთოდოლოგიის მიზანია, ხელი შეუწყოს გორის მერიას კეთილსინდისიერი და კორუფციული რისკებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაში, რომელიც კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეფუძნება.

წარმოგიდგენთ დოკუმენტის პირველად ვერსიას. იხილეთ ბმული - https://drive.google.com/.../119QY2Z8q1DUq6DB9oNr.../view...

მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეუძლიათ წარმოგვიდგინონ რეკომენდაციები და დოკუმენტში განხილული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ გამართონ სამუშაო შეხვედრები თვითმმართველოს წარმომადგენლებთან.

May be an image of text

დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა - info@gori.gov.ge

ტელ: 599 85 17 88

აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავებას გორის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2021-2023-ის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.


)