გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა


გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.

დოღი ა(ა)იპ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ - გამაჯანსარებელი საცხენოსნო კლუბ "კენტავრისა" და გორის მერიის სპორტის განვითარების პროგრამით, თანადაფინანსებით განხორციელდა.

შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული 25 - მდე ცხენოსანი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ და სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დოღი გორის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ ჩატარდა და ის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.


)