გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა


გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სექციების ნაწილმა ვარჯიში უკვე განაახლა.

სექტემბრიდან კი, პატარა სპორტსმენები განაახლებულ დარბაზებში გააგრძელებენ ვარჯიშს.

პროექტის ფარგლებში, შეკეთდა ტანვარჯიშის დარბაზის სახურავი. ოთხ დარბაზში, ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი. ყველა დარბაზში მოწესრიგდა სველი წერტილები, გასახდელები და მწვრთნელების ოთახები.

პროექტის ღირებულება 142 996 ლარს შეადგენს.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სექციებთან ერთად, სპორტის 20 სახეობაში, ორი ათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს. აქ, სწავლა უფასოა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა რანგის ტურნირებზე სპორტსმენთა მონაწილეობაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება.


)