გორში, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა


გორში, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტი და ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

აღნიშნულ პროცესს მასპინძლობა გაუწია სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით სამუშაო შეხვედრა ახალგაზრდული პოლიტიკით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც ჩაინიშნება დასკვნითი, საკოორდინაციო (ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები) შეხვედრა. შეხვედრაზე წარდგენილი იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელსაც დამტკიცების მიზნით, შემდგომში საკრებულო განიხილავს.

გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც გორის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად 2018 წელს მიიღო, ცვლილებების შეტანის საჭიროება გასული წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგა.


)