ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა


ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლაშამ 73 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესოდ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.

ამ წარმატების შემდეგ, ის ქართული ძიუდოს ისტორიაში, ერთადერთი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული. ოლიმპიადა შავდათუაშვილმა 2012 წელს, ევროპის ჩემპიონატი 2013 წელს, მსოფლიოსი კი ახლა მოიგო.

ლაშა შავდათუაშვილი, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და მისი პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძე გახლავთ.

შავდათუაშვილს, აეროპორტში, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს გორელმა გულშემატკივრებმა, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.


)