"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - გორის მერი


გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილის სოციალურ ქსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს :

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს! განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ ჯარისკაცებს, ემიგრანტებს, ეროვნულ უმცირესობებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს... მათ, ვისთვისაც დამოუკიდებელი საქართველო განსაკუთრებული ცნებაა.

26 მაისი ყველაზე ემოციური და საამაყო საერო დღესასწაულია თითოეული ქართველისათვის. დღე, როცა ყველა ჩვენგანი აუცილებლად ჩაუფიქრდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკულ და ბედნიერ პერიოდებს, დამარცხებებსა და გამარჯვებებს, შეცდომებსა და წარმატებებს და განსაკუთრებულად, მთელი გულით ინატრებს საქართველოს უკეთეს მომავალს!

ეს უკეთესი მომავალი კი ჩვენ ყველამ, ერმა და ბერმა, ერთად უნდა მოვიპოვოთ სწორი ღირებულებებით, თავდაუზოგავი შრომითა და ერთმანეთის მხარში დგომით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობიან, თავისუფალ, წარმატებულ ქვეყანას, ცხოვრებას ოკუპაციის, ომების, მავთულხლართების, გაუცხოებისა და პანდემიების გარეშე!"


)