გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა



რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტსა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდამჭერია და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება.

შეხვედრის ერთ-ერთ სასაუბრო თემას ოკუპაციის საკითხები წარმოადგენდა. გიორგი ხოჯევანიშვილმა ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

ავსტრიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და თვითმმართველობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს.


)