გორში სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


გორში სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 837 000 ლარია.

სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე:

სტალინის გამზირზე დასავლეთით - ამილახვრის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო აღმოსავლეთით ჭავჭავაძის გამზირიდან კოსტავას ქუჩამდე მონაკვეთზე.

ჭავჭავაძის გამზირზე ჩრდილოეთით - გელდიაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო სამხრეთით - სტალინის გამზირიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ბეტონის ფილები, ბაზალტის ბორდიურები, გარკვეულ მონაკვეთებზე საჭიროების გათვალისწინებით მოაჯირები.

ტროტუარების სარეაბილიტაციო მონაკვეთების საერთო ფართობი 8184,75 მ2.

სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.

May be an image of outdoors


)