2021 წელს გორის მერიამ თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში 8 სოციალური პროექტი დააფინანსა


2021 წელს გორის მერიამ თანადაფინასების პროგრამის ფარგლებში 8 სოციალური პროექტი დააფინანსა.

მათ დასაფინანსებლად 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 242 572 ლარი გამოიყო.

პროექტები ითვალისწინებს:

მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას;

შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი);

მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი);

0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობას (60 ბენეფიციარი);

მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი);

შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას (70 ბენეფიციარი);

მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (34 ბენეფიციარი);

კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;

სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი და მოითხოვონ თანადაფინანსება. განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.


)