გორში სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს


გორში სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქის ერთ - ერთი ისტორიული ქუჩის სიგრძე 660 მეტრია.

პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები.

სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

May be an image of road, street and tree


)