მუნიციპალიტეტის მერია "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება


გორის მუნიციპალიტეტის მერია 4 თებერვალს ტელეკომპანია "მთავარში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სისულელეს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრის ბექა ქორჩილავას ბრალდებას.

მერია მას ურჩევს სატენდერო კანონმდებლობაში გარკვევას, რის შემდეგაც მიხვდება, რას ნიშნავს ტენდერი და იმედია მსგავს განცხადებას აღარ გააკეთებს. იმის გამო, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტენდერის დროს კანონმდებლობის მიხედვით, მერიას არ აქვს იურიდიული უფლება, რომ დააწესოს შეზღუდვა, რომელიც კომპანიებს ტენდერში მონაწილეობას აუკრძალავს. აქვე ავღნიშნავთ, რომ რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია და ყველასთვის მტკივნეულია ეს თემა, განსაკუთრებით კი ჩვენთან, გორის მუნიციპალიტეტში. სასიამოვნოა, ის ფააქტი, რომ ოპოზიციას აღარ აქვს სასაუბრო თემა და მსგავსი არაკომპეტენტური შინაარსის განცხადებებითაა დაკავებული.


)