"თითოეული სკოლის შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება რისკი" - ნანა ტერმაკოზაშვილი


"ვინაიდან ბევრი კითხვა შემომდის პირად მესენჯერშიც და რესურსცენტრის გვერდზეც, თავს ვალდებულად ვთვლი, კიდევ ერთხელ განვმარტო. ვინც უკვე ზეპირად იცით, ნუღარ წაიკითხავთ .თითოეული სკოლის შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება რისკი და მიიღება გადაწყვეტილება ჯანდაცვის საზ.ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სოფელში დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა ან შემთხვევები არ არის დაუყოვნებლივ სკოლის დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლის საფუძველი. დამიჯერეთ, ბევრად უსაფრთხო შეიძლება იყოს სკოლის გარემო ბავშვებისთვის, ვიდრე თავშეყრის სხვა ადგილები.

რესპირატორული სიმპტომების მქონე არც მასწავლებელი და არც მოსწავლე სკოლაში არ მიდის( თუ მიდის, არ დაიშვება).

თუ მასწავლებელი თვითიზოლაციაშია კოვიდინფექციის ან ასეთთან კონტაქტის გამო, გაკვეთილებს ატარებს დისტანციურად ან სკოლა უზრუნველყოფს დროებით ჩანაცვლებას.

რისკი ფასდება იმის მიხედვით, როდის იყო ბოლოს სკოლაში პირი, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, ჰქონდა თუ არა კონტაქტები სკოლაში დაუცველად, პირბადის გარეშე და ა.შ.

მეც დედა ვარ და დამიჯერეთ, თითოეული მშობლის ფორიაქი და ნერვიულობა ჩემთვის გასაგები და ბუნებრივია

გისურვებთ ჯანმრთელობას!" - წერს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.


)