კონსტანტინე თავზარაშვილი გორელებს გიორგობას ულოცავს


ძვირფასო გორელებო!

დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა - ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ აღიარებული წმინდანის სახელობის დღესასწაული.

ჩვენ, გორელებს, ჩვენი საკუთარი წმინდა გიორგი გვყავს - გორიჯვრის სალოცავიდან მომზირალი. საუკუნეების მანძილზე ჩვენს წინაპრებს მისი სასწაულმოქმედი კურნების ძალის სწამდათ და ავადმყოფებს ავედრებდნენ.

დღეს, ამ პანდემიის რთულ პირობებში, წმინდა გიორგის მფარველობა განსაკუთრებულად გვჭირდება არამარტო გორელებს, არამედ ყველა მორწმუნეს საქართველოსა და მსოფლიოში.

გილოცავთ გიორგობას! მისი ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს და მის მსგავსად, მისივე მეოხებით გაგემარჯვოთ ყველა განსაცდელზე!

გორიჯვრის მადლი შეგეწიოთ!

ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ!

ძვირფასო გორელებო! დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა - ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ...

Posted by კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერი / Konstantine Tavzarashvili on Sunday, November 22, 2020

)