თვალის 4 მსუბუქი ვარჯიში, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს


თვალი მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და მოვლა ჩვენი კეთილდღეობისათვის, რადგანაც მხედველობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი აწმყო თუ მომავალი. თუმცაღა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ფართოა ტექნიკა განვითარების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენს კომფორტულ ცხოვრებას, რაშიც მოიაზრება მობილური ტელეფონები და კომპიუტერი, რომლებზეც მიჯაჭვულობასაც განვიცდით, მეორე მხრივ ვნებს ჩვენსავე ასე აუცილებელ ჯანმრთელობას.

გთავაზობთ თვალების დაღლილობის მოსახსნელ რამდენიმე ვარჯიშს:

1. ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში. დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გაახილეთ თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში დაიწყებს აღდგენას.

2. ერთ ერთი მარტივი ვარჯიში გახლავთ დახუჭული თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი პირიქით. ამას გარდა, 20 წამის განმავლობაში სცადეთ შორი საგნის ყურება, მაგალითად ფანჯრის მიღმა განლაგებული ობიექტის. შემდეგი 20 წამი – ახლო საგანს, მაგალითად საკუთარი ხელის დიდ თითს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში.

3.თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10-ჯერ. თვალები დაიფარეთ უბრალოდ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი. ეს ვარჯიშები გააკეთეთ რეგულარულად.

4.დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში. ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


)