"მინდა გაცნობოთ, რომ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება" - კონსტანტინე თავზარაშვილი


"ძვირფასო გორელებო!

მინდა გაცნობოთ, რომ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

იგეგმება პარკის შემოღობვა, მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ." - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.


)