მერილ სტრიპის 7 ფრაზა, რომელიც წარმატებისკენ გიბიძგებენ


მერილ სტრიპი ჰოლივუდის გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია, რომელმაც არაერთი დასამახსოვრებელი ეკრანული გმირი შექმნა. ის ბევრისთვის შთაგონების წყაროა. გავეცნოთ მსახიობის ყველაზე შთამაგონებელ ფრაზებს.

  1. „ის წუთი, როდესაც იწყებ დარდს იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები, არის წუთი, როდესაც წყვეტ ისეთად ყოფნას, როგორიც სინამდვილეში ხარ.“
  2. „მსახიობობა არ ნიშნავს სხვა ადამიანად ყოფნას, ეს არის შესაძლებლობა იპოვო სხვა ადამიანებთან საკუთარი მსგავსება, ეს საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობაა.“
  3. „ნამდვილი თავისუფლება ნიშნავს იმის გაგებას, რომ გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენზე.“
  4. „ადამიანად ყოფნის უდიდესი საჩუქარი თანაგრძნობის უნარია.“
  5. „გირჩევთ, არ დაკარგოთ დრო იმაზე დარდში, თუ როგორი კანი გაქვთ, ან რამდენ კილოგრამს იწონით. დრო მოახმარეთ თვითგანვითარებას იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო ხელისგულზე გქონდეთ.“
  6. „ბედნიერებისა და წარმატების ფორმულა სინამდვილეში არის ის, რომ იყო ის, როგორიც სინამდვლეში ხარ.“
  7. „ცხოვრება ძვირფასია, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, როდესაც ასაკი გემატება, როცა ადამიანებს კარგავ, სწორედ ამ დროს აანალიზებ, რომ ყოველი დღე საჩუქარია.“


)