სკრის დევნილთა დასახლებაში ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ფარგლებში პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო


სკრის დევნილთა დასახლებაში ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ფარგლებში პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდებოდა.

პროექტი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემმა’’ სკრის თემში მცხოვრები 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდისთვის განახორციელა.

პროექტი გულისხმობდა ტრენინგებს პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით.

დასკვნით ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები - საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში კორონა ვირუსის გავრცელების გამო აღარ განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმირება, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ.


)