აი, რატომ უნდა გაიხადოთ სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი


ბაქტერია ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია, რომელიც დედამიწაზე ყველგან არსებობს ნიადაგსა და დედამიწის წიაღში, წყალსა თუ ატმოსფეროში.

ყველა ბაქტერია როდია დაავადების გამომწვევი, ბევრი მათგანი უსაფრთხოა და მეტიც, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, მაგრამ ბუნებაში არსებობს მძიმე ინფექციური დაავადებების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმები.

ბაქტერიული ინფექციების უდიდესი წილი საყოფაცხოვრებო პირობებში ვითარდება. მიკროორგანიზმებით კოლონიზაციას განიცდის ადამიანის კანის საფარველი, ზედა სასუნთქი გზები, პირის ღრუ, ნაწლავები, საშარდე სისტემა და ..

უამრავი პათოგენური ბაქტერიის გარდა გარემოში ათასობით მაღალი ტოქსიკურობით გამორჩეული ქიმიური ნივთიერებები ხვდება. ისინი ძირითადად წყალსა და ნიადაგში გროვდება. ყოველივე ამის გამო, იმ ფეხსაცმლით სახლში შესვლა, რომელიც ქუჩაში გეცვათ, არაა სასურველი. ქუჩიდან შეტანილი უამრავი ბაქტერია ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია.

გახსოვდეთ, რომ ფეხსაცმლის ძირზე 400 000–ზე მეტი ბაქტერია თავს კომფორტულად გრძნობს, მათ შორის ნაწლავის ჩხირი. ეს ბაქტერია კუჭნაწლავში მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. ფეხსაცმლის ძირზე დაბუდებული მავნე ბაქტერიები მარტივად ვრცელდება ხალიჩასა და იატაკზე. საკმარისია, ამ ინფიცირებულ ზედაპირს შეეხოთ და უსიამოვნო დისკომფორტიც თავს იჩენს.


)