ონლაინ შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან - ნახეთ დეტალები


5 ნოემბერს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება ონლაინ შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.

მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3kVaqPS

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ეძლევა დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები. გადაცემებს ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი უძღვება.


)