"რაქნეს ამ ე.წ ინვესტორებმა კარგად ჩანს " - ზაქრო გალუსტაშვილი გუშინდელი მატჩის შესახებ


სპორტული ბლოგერი ზაქრო გალუსტაშვილი გორის "დილას" გუშინდელ დამარცხებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც მოგეხსენებათ, გორის გუნდი თბილისი " დინამოს" შეხვდა და ანგარიში "დინამოს" სასარგებლოდ 3-0 დასრულდა.

"სამწუხაროდ დავმარცხდით თუმცა ევროტურნირზე დაბრუნების შანსი რჩება!

აქ როცა ბევრ კრიტიკულ პოსტებს ვწერდი, ვიღაცეები მე მაკრიტიკებდნენ მეტი რაქნანო....

რაქნეს ამ ე.წ ინვესტორებმა კარგად ჩანს და ისიც, რომ მე რასაც ვწერდი ყველაფერი მართალი ყოფილა...

რამდენიმე თქვენთაგანს კი მხოლოდ ხელი შეგიწყიათ ამ ყველაფრისთვის...

4 წელი არათუ კარგი გუნდი, ევროტურნირი გაგვიხდა სანატრელი!

როცა, უფულო გუნდი ჩემპიონი ხდებოდა და ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი იყო ევროტურნირებზე!" - წერს ზაქრო.

მატჩის შემდეგ მედიასთან მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ ისაუბრა და გულშემატკივარს მოუბოდიშა.


)