ლაშა ჭელიძე : "მინდა გულშემატკივარს მოვუბოდიშო”"


ეროვნული ლიგის მე-15 ტურში გორის "დილამ" თბლისის დინამოსთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მედიასთან მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ ისაუბრა და გულშემატკივარს მოუბოდიშა.

,,დღეს გუნდი მოედანზე გიორგი ნემსაძის გარეშე გავიდა, სწორედ ეს ფაქტორი იყო ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრობლემა, მისი შემართება და გამოცდილება დღეს გუნდს დააკლდა, რაც შეეხება თამაშს, როდესაც ასეთი ანგარიში ფიქსირდება სათქმელი არაფერია. მსურს გულშემატკივარს მოვუბოდიშო და შევპირდე, რომ მომავალ მატჩებში აუცილებლად გამოვასწორებთ.” განაცხადა ლაშა ჭელიძემ

15 ტურის შემდეგ დილას გათამაშების ცხრილში 24 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა.

წყარო : Fcdila.ge


)