რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც პანიკური შეტევისგან დაგიცავთ


პანიკური შეტევა ფსიქო–ნევროლოგიური დარღვევაა, რომლითაც ბევრი ადამიანი იტანჯება.

შეტევებს შორის ადამიანს იპყრობს ერთგვარი შფოთვა და წინასწარ ნერვიულობს, რომ შეტევა ისევ დაემართება. ეს უსაფუძვლო შიში ხშირად გამხდარა მორიგი შეტევის მიზეზი. პანიკური შეტევა დიდ გავლენას (უმეტესად ნეგატიური) ახდენს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიეროთ უმთავრესი რამ – ასეთი შეტევებისას რეალური საფრთხე არ გემუქრებათ და სინამდვილეში თავადვე შეგიძლიათ გააკონტროლოთ პროცესი.

ნევროლოგი გირჩევთ:

  • სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები;
  • მოადუნეთ კუნთები;
  • გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე, მაგალითად, დაალაგეთ სახლი, დარგეთ მცენარე, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ სასიამოვნო მელოდიას და სხვა;
  • არ იღელვოთ, მოდუნდით;
  • უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე;
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ კოფეინის შემცველი სასმელებისა და პროდუქტის მიღება;
  • სიფრთხილით მოეკიდეთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების მიღებას;
  • თავი აარიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლილობას;
  • არ მოიკლოთ ღამის მშვიდი ძილი.


)