გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩევლებს მადლობას უხდის


"ჩვენ გავიმარჯვეთ!

მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, ვიშრომო და ვიზრუნო ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, როგორც თქვენმა წარმომადგენელმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

წელს არჩევნების ჩატარება პანდემიის პერიოდში მოგვიწია, ეს გამოწვევაც ღირსეულად დავძლიეთ, ყველაფერმა მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა, დაცული იყო COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები.

დღეს, ქართველმა ხალხმა გონივრული არჩევანი გააკეთა. ჩვენ, ერთად მოვიპოვეთ ღირსეული გამარჯვება.

ერთად, გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ მუშაობას დასახული მიზნების მისაღწევად.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გვერდში მედგა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს გამარჯვებაში." - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მადლობა თითოეულ მხარდამჭერს...

Posted by გიორგი ხოჯევანიშვილი / Giorgi Khojevanishvili on კვირა, 01 ნოემბერი, 2020

)