"იმ ხალხს, ჩემი კომისიის თავმჯდომარეობა რომ გაყალბების "საფუძვლიან" ეჭვს გიჩენდათ" - ნანა ტერმაკოზაშვილი


გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ხალხს მიმართავს, ვისაც მისი თქმით, მისი თავჯდომარეობა გაყალბების "საფუძვლიან" ეჭვს უჩენდა.

გთავაზობთ Facebook პოსტს უცვლელად :


"ჩავაბარე საოლქოს 107-ე საუბნო კომისიის ოქმები და ახლა მაინც უნდა ვთქვა ვეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ

1. იმ ხალხს, ჩემი კომისიის თავმჯდომარეობა რომ გაყალბების "საფუძვლიან" ეჭვს გიჩენდათ, ხომ გყავდათ კომისიის წევრები, წარმონადგენლები და დამკვირვებლები 107-ე უბანზე. შეეკითხეთ, როგორ ჩაიარა უბანზე დღევანდელმა დღემ და ხმამაღლა თუ არ იტყვით, საკუთარ თავთან მაინც იქნებ შეგრცხვეთ.

2. ბუნებაში არ არსებობს თანამდებობა, რომლის გამოც საკუთარ სინდისს ვუღალატებ. ეს მოყვრებმაც იციან და მტრებმაც. ოღონდ ისეთებმა, ვინც მიცნობს და ვისაც საქმეში გამოვუცდივარ. ვინც არ მიცნობთ, ჩემს სინდისს სანამ ახსენებთ, ცოტა მეტ ხანს დაფიქრება არ გაწყენდათ.

3. დიახ, გიგი ხოჯევანიშვილი ჩემი ფავორიტი კანდიდატია, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის 90 დღის ათვლის დაწყებიდან არც ერთხელ არ დამიფიქსირებია საჯაროდ ჩემი პოზიცია სამუშაო საათებში.

4. არც ერთი დირექტორისთვის და არც ერთი მასწავლებლისთვის არ შემიქმნია არანაირი უხერხულობა მათი პოლიტიკური შეხედულების გამო. არც ერთხელ, არც ერთ პოლიტიკურ შეხვედრაზე არ დამივალებია მათთვის დასწრება.

5. დიახ, სხვა ღირსებებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ რომ არ შეუქმნია ჩემთვის, როგორც რესურსცენტრის უფროსისთვის, არასოდეს არანაირი უხერხულობა, მაგიტომ ვცემ კიდევ პატივს გიგი ხოჯევანიშვილს

მოკლედ- მეთქი და ისევ გრძლად გამომდის

ჩემი უბნის ოქმებს ავტვირთავ აქვე და სანამ კითხვა გაგიჩნდებათ, დავაზუსტებ: 185 ამომრჩევლიდან მხოლოდ 130 მა მისცა ხმა ორივე სახის ბიულეტენით, რადგან დანარჩენები არ იყვნენ 32ე ოლქის ამომრჩევლები. ფაქტობრივი დროებითი მისამართი ჰქონდათ ჰოსპიტალში ან გორმედში. შესაბამისად, სასურველ მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას ვერ აძლევდნენ."


)