ფულის შეგროვების 4 ყველაზე ეფექტური მეთოდი


თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც დაბალი ხელფასის პირობებშიც კი ახერხებს სოლიდური თანხის დაზოგვას. ეს ადამიანები თითქოს რაღაც ზებუნებრივ ნიჭს ფლობენ. სინამდვილეში კი აქვთ რამდენიმე წესი, რომელსაც ყოველთვის იცავენ. ვნახოთ, ფულის შეგროვების 4 ყველაზე ეფექტური მეთოდი.

  1. დაისახეთ მიზანი. ფულის შეგროვება იმისთვის, რომ უბრალოდ ფული გქონდეთ, მოსაწყენია. მთავარი ხომ მოტივაციაა?! ამიტომ, ფული კონკრეტული მიზნისთვის უნდა შეაგროვოთ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მანქანა, ბინა, მოგზაურობა, თუ ტანსაცმელი.
  2. შენახვის მეთოდები. ჩვენი რჩევაა მიენდოთ ბანკს, იგულისხმება მსხვილი სტაბილური ბანკი და არა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ანაბრიდან ფულის მოხსნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ზედმეტი ფულის ხარჯვისგან დაზღვეული იქნებით.
  3. ხარჯთაღრიცხვა. სანამ ფულის შეგროვებას დაიწყებთ, ჩაიწერეთ თითოეული ხარჯი და დაახარისხეთ. აღმოაჩენთ, რომ ბევრ არასაჭირო ნივთში საკმაოდ დიდ ფულს იხდით. სწორი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელი გახდება ბიუჯეტის ეფექტურად მართვა.
  4. გამოიყენეთ დღესასწაულები. დაბადების დღეზე და სხვა დღესასწაულებზე, როცა საჩუქრებს გყიდულობენ, შეგიძლიათ, საჩუქრების ნაცვლად, საყვარელ ადამიანებს ფული გამოართვათ. არ მოგერიდოთ და პირდაპირ უთხარით მათ, რომ საჩუქარზე უფრო მეტად ფულის ჩუქება გაგიხარდებათ.


)