"კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს... "- ირაკლი ჩიხლაძე ნიკა გვარამიას პასუხობს


2020 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 77-ე კი­ლო­მეტრზე, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თურ­ქუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბით მოძ­რა­ვი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა „დაფი“ სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა.

რო­გორ ირ­კვე­ვა, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ამის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ და­წე­რა და იქვე დას­ძი­ნა, - სვავ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­აგ­ზავ­ნა თა­ვი­სი სვა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "იმე­დი­დან" და "რუს­თვაი - 2" - დან, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ ვინ­მეს, ვინც იტყვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი "ნა­ცე­ბის" ბრა­ლი­აო...

მის ამ გან­ცახ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "იმე­დის" წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე, რო­მე­ლიც წერს:

"კაცი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტრა­გე­დი­ას შოუდ აქ­ცევს და რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ტრა­გე­დი­ას ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, ამ მძი­მე კონ­ტექ­სტშიც "იმედ­ზე" ბო­დავს და ისევ ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, იქეთ დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი და ჯამ­ბა­ზი ... "ქრო­ნი­კას" ეს უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი არ გა­და­უ­ღია!!! ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და არა მთა­ვა­რი მავ­ნებ­ლე­ბი მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ..."

კაცი, რომელიც ყველა ტრაგედიას შოუდ აქცევს და რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს და ტრაგედიას ღირებულება არ აქვს, ამ...

Posted by Irakli Chikhladze on ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2020

)