ირაკლი ჩიქოვანმა გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა


,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, გორში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

,,მინდა, მივუსამძიმრო ყველა იმ ადამიანის ოჯახს და ახლობლებს, ვინც ემსხვერპლა გუშინდელ ავტოსაგზაო შემთხვევას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს”, - წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

ავტოსაგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.


)