კორონავირუსი გორის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა


გორის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. DIANEWS.GE-ს ინფორმაციით, ინფიცირებულია კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს ემსახურებოდა, ვირუსი ასევე დაუდასტურდა საფინანსო სამსახურის კიდევ ორ თანამშრომელს, მათი ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილება თვითიზოლაციაში გადავიდა. ისინი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მიზეზი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებია.

COVID-19 საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაიტესტა, პასუხებს ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.


)