კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში გვიან ღამით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა მიწისქვეშა გადასასვლელები, გაჩერებები, სანაგვე ურნები, სკვერები, ტროტუარები, ასევე სავაჭრო ობიექტების, ბანკების, აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიები და სხვა ხალხმრავალი ადგილები. სამუშაოების ფარგლებში დეზინფექცია ჩაუტარდა სამდიცინო ცენტრ ,,გორმედის,, ეზოს და მიმდებარე ტერიტორიას.

კოვიდინფიცირების გაზრდილ შემთხვევების ფონზე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს პერიოდულად ახორციელებს.


)