"ძვირფასო გორელებო! მინდა სიხარულით გაცნობოთ..." - კონსტანტინე თავზარაშვილის პოსტი


"ძვირფასო გორელებო!

მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ძველი ბაზრის ტერიტორია უკვე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის ფონდმა „ქართუმ“ გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების შესახებ შეთანხმებას მე და ფონდი „ქართუ“-ს გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოვაწერეთ ხელი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიის კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ტერიტორიაზე იგეგმება რეკრეაციული ზონის მოწყობა.

საჩუქრის ღირებულება 1 550 000 ლარია. მისი ფართობი 21 813 კვადრატული მეტრია." - წერს გორის მუნიციპალიტეტის მერი.


)