გიორგი ხოჯევანიშვილი გოჩა თათრიშვილის სახელობის კალათბურთის ტურნირს დაესწრო


კასპში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გოჩა თათრიშვილის სახელობის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა. ერთმანეთს კასპისა გორის გუნდები დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას გიორგი ხოჯევანიშვილი ავრცელებს.

"სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს და შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ." - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.


)